რეზონანსი
16.07.2022

ზაფხულის სერიების ბოლო მატჩში ბორჯღალოსნებმა პორტუგალიის ნაკრებს ქუთაისში, „აია არენაზე“ უმასპინძლეს.

შეხვედრის პირველ ნახევარში თითქმის თანაბარი თამაში იყო, მაგრამ ქართველი მორაგბეები მცირე უპირატესობას ფლობდნენ და მეტოქის ნახევარზე უფრო დიდ დროს ატარებდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა – 9:6.

მეორე ტაიმი პორტუგალიელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და მალევე ანგარიშიც გაათანაბრეს (9:9), მაგრამ 55-ე წუთზე მირიან მოდებაძემ ლელო დადო, თედო აბჟანდაძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ბორჯღალოსნები დაწინაურდნენ – 16:9.

77-ე წუთზე პორტუგალიელებმა ლელო დაგვიდეს, მაგრამ გარდასახვა ზუსტად ვერ შეასრულეს და საქართველოს ნაკრებს ორქულიანი უპირატესობა დარჩა – 16:14.

შეხვედრის ბოლო წუთზე ნინიაშვილმა პორტუგალიელები დაალელოვა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 23:14 ბორჯღალოსნების სასარგებლოდ.

ამგვარად, პორტუგალიასთან სულ  24 მატჩი გვაქვს ჩატარებული – 17-ჯერ გავიმარჯვეთ, სამჯერ ფრედ ვეთამაშეთ, ოთხჯერ კი პორტუგალიელებმა დაგვამარცხეს, მაგრამ ეს ბოლოს შორეულ 2005 წელს მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×