რეზონანსი
16.07.2022

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილი დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, სოსო გოგაშვილი დასაკავებელი იყო 2017 წლის მოვლენების შემდეგ.

„ის უშუალო დამნაშავეა პანკისის ხეობაში, მაჩალიკაშვილების ოჯახში ჩადენილი ტერაქტის გამო! თუ ხელისუფლება სამართლიანია, სოსო გოგაშვილი დიდი ხანი უნდა ყოფილიყო ციხეში სამუდამო პატიმრობით.

სოსო გოგაშვილმა რამდენიმჯერმე დაანონსა, თუ რა დანაშაულებები მიუძღვის დღევანდელ ხელისუფლებას, ისიც კი დაწერა, რა გზით და როგორ გაყალბდა არჩევნები, ამას ემატება სუს-იდან გამოტანილი ფაილები. ეს ყველაფერი შეგროვდა და ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რაიმე გზით გაეჩუმებინა. ვფიქრობ, თემირლანის საქმეს უკავშირდება, სტრასბურგის საქმე კარზეა მომდგარი. თუ ილაპარაკა კარგი დღე არ დაადგება ბევრს. შეიძლება ამისთვის დააკავეს, შეიძლება ბევრი „ქეისი" ჰქონდა ამ ხელისუფლებაზე.

რამდენჯერმე გადავახვიე მისი აყვანის კადრები - სპექტაკლი მომეჩვენა. ვიღაცის დასანახად მოხდა. ნებისმიერ დროს დაებარებინათ გოგაშვილი და მივიდოდა, ჩვენებას მისცემდა",- აღნიშნავს მაჩალიკაშვილი.

ცნობისთვის, წუხელ, გვიან ღამით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. შესაბამისი ვიდეომასალა გოგაშვილის ოჯახის წევრებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა აჭარაში მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც გოგაშვილის შვილი, ნინო გოგაშვილი იმყოფებოდა. დღეს კი ჩხრეკა ჩატარდა სოსო გოგაშვილის კიდევ ერთი შვილის, ნიკოლოზ გოგაშვილის სახლში.

ამასთან, სოსო გოგაშვილის შვილი, ნიკოლოზ გოგაშვილი ვარაუდობს, რომ მამამისის დაკავება 2021 წელს გავრცელებულ ფაილებს უკავშირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×