რეზონანსი
15.07.2022

სასამართლოშიც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

იაგო ხვიჩია გამოეხმაურა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განცხადებას, სადაც ჩხიკვაძე ამბობს: „გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, შეხვედრა მქონდა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელთან, რომელმაც მითხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა".

იაგო ხვიჩიას თქმით, მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამერიკის ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ.

„საქართველოს პოლიტიკური ძალაუფლება და ხელისუფლება არის არა გადანაწილებული, არამედ ერთსულ და ერთხორც. შესაბამისად, სამი დეპუტატის მიერ უმრავლესობის დატოვება და მათი მხრიდან ანტიდასავლური განცხადებების კეთებას დაემატა საკრებულო, სადაც აკეთეს განცხადებები. ვინაიდან, სასამართლოც ამ ხელისუფლების ნაწილია, იგივე პროცესი სასამართლოში გრძელდება. იქაც გამოჩდნენ დასავლეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოსამართლეები და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რის გამოც ეგენი ამერიკაში საერთოდ არ უნდა შეუშვა და არც მოსამართლედ არ უნდა ამყოფო, მაგრამ ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, როგორიც ვართ და ისეთი სასამართლო გვაქვს, რაც გვაქვს. ამ მოსამართლემ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამერიკის ელჩი თუ საელჩოს წარმომადგენელი შოკში ჩავარდნენ და მის აზრზე მიყვანას ცდილობდნენ. ჩემი აზრით, ეს მეგობარი ქვეყნისგან მადლობას იმსახურებს, მაგრამ ვინაიდან, არაფერი გვესმის, მოსამართლეებიც შესაბამისი გვყავს და ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რასაც აკეთებენ. ეს ადამიანი ამერიკაში რომ მიჰყავდათ, ესაა გასაკვირი, თორემ, წასაყვანი რომ არ იყო, წინასწარ ვიცოდი. საქართველოს სასამართლომ დაიმსახურა, რომ მის მიმართ სკეპტიკური ვიყო და კრიტიკულად ვუდგებოდე", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×