რეზონანსი
15.07.2022

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, ევროს გაუფასურებაზე, ძირითადად, ორი ფაქტორი: უკრაინაში მიმდინარე ომი და ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები მოქმედებს.

„დავიწყოთ გლობალური ბაზრით. ახლა დოლარი-ევროს ახალ წონასწორობაზეა საუბარი. დოლართან მიმართებით ევროს გაუფასურებაზე ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: პირველია უკრაინის ომის ზეგავლენა ევროპის ეკონომიკაზე, მეორე კი - ამერიკაში ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები, რომლითაც მან მონეტარული განაკვეთი 3 - ჯერ გაზარდა და ინფლაციის მოსათოკად წლის ბოლომდე 3-4 -ჯერ გაზრდას აპირებს. დღეს ინფლაცია ერთერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ინფლაცია ძალიან მაღალია აშშ-ში, ევროკავშირში. ეს არ ყოფილა ბოლო 40 წლის მანძილზე. ინფლაცია ორია: ერთია სასურსათო ინფლაცია და მეორე - ენერგომატარებლებთან დაკავშირებული, რომელიც ნავთობის, ბენზინის და გაზის ფასებს ეხება. მაღალმა ინფლაციამ ევროპის ეკონომიკებს თავის დაღი დაასვა. გარკვეულწილად, მთელ რიგ ქვეყნებში რეცესიის მოლოდინია. თუ ეს ასე არ იქნება, ყველა პროგნოზით, ტემპის შენელება მაინც მოხდება. ეს მოლოდინები, ერთი მხრივ, ევროზეა ასახული. მეორე ფაქტორია ამერიკის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებები, როცა მონეტარული განაკვეთის გაზრდა დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკული ფასიანი ქაღალდების მიმზიდველობა გაიზარდა. ინვესტორები ამერიკულ ობლიგაციებს უფრო აქტიურად ყიდულობენ, რაც, ბუნებრივია, დოლარის გამყარებასა და ევროს დოლართან მიმართებით გაუფასურებაში აისახა.

რაც შეეხება ევროპის ცენტრალურ ბანკს - ისიც აპირებს, მონეტარული განაკვეთი გაზარდოს.

ამ 2 ფაქტორმა: ომმა და, მეორე მხრივ, ამერიკული ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებამ გლობალურ ბაზრებზე დოლარის გამყარება გამოიწვია, პირველ ყოვლისა, ევროსთან მიმართებით. ევროს დოლართან ასეთი დაბალი კურსი, პრაქტიკულად, არ ჰქონია. თუნდაც ბოლო წლებში მერყეობდა 1, 14- 1, 20 -ის ფარგლებში", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×