რეზონანსი
09.07.2022

ომის დაწყებიდან უკრაინელებმა 37 200 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინულმა მხარემ რუსული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს: 1638 ტანკი, 3815 ჯავშანტექნიკა, 832 ერთეული საარტილერიო სისტემა, 247 ერთეული მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 107 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 187 ვერტმფრენი, 674 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2687 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 66 ერთეული სპეცტექნიკა და 155 ფრთოსანი რაკეტა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×