რეზონანსი
08.07.2022

ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად, ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მისი არშესრულება „ქართულმა ოცნებამ" სხვას არ დააბრალოს.

ხვიჩიას თქმით, „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პროცესის იმიტაცია დაიწყო და „მათ უნდათ, რომ ეს იმიტაციად დარჩეს".

ეს 6 თვე, ცოტა ხანი ყველაფერი უნდა გადავდოთ, ეს ჩხუბი უნდა გადავდოთ, 6 თვის მერე გავაგრძელოთ, თუ რამე საჩხუბარია, - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

„ხელისუფლებამ ხომ ვითომ პროცესი შექმნა და სიმულაციური, როგორც ამბობენ. ეს უნდა გამოვიყენოთ და ჩვენი ღონისძიება გავხადოთ. სანამ აქ მოვიდოდი, არასამთავრობო ორგანიზაციებს ვხვდებოდით, იქაც ვთქვი, ნაცვლად რაღაც ბოიკოტისა, არ შესვლისა და ხალხის დამუნათებისა, ყველანი, არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური პარტიებიც უნდა შევიდეთ სადაც ამაზე საუბარი იქნება, შეიძლება ერთმანეთს არ დავეთანხმოთ და ყველას სხვადასხვანაირად გვინდოდეს „ქართული ოცნების" კრიტიკა, მაგრამ მოდი, ეს გავაკეთოთ და ადამიანებს ვაჩვენოთ, ნახეთ, „ქართული ოცნება" როგორ არაფრის გაკეთებას არ ცდილობს.

მიტინგებზე სწორად ვერ დავაყენეთ მოთხოვნები, იქ რაღაც შეცდომები დავუშვით, ხალხი დაიშალა, ახლა არის პოლიტიკური პროცესი საწარმოებელი. „ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პროცესის იმიტაცია დაიწყო, მათ უნდათ, რომ ეს იმიტაციად დარჩეს და იქ არავინ შევიდეს, ეს იყოს დაახლოებით ისეთი, როგორიც საგამოძიებო კომისია რომ იყო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი დადიოდა. ახლაც იგივეს აპირებენ, ბოლოს, ან ევროპელებს, ან „ნაცებს", ან ვიღაცას დააბრალებენ, ყველას დააბრალებენ, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დაბრალება უბრალოდ არ გამოდიოდეს", - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ყველაფრის დამაბრკოლებელი ფაქტორი ოპოზიციისა და მთავრობის ერთმანეთთან ჩხუბია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×