რეზონანსი
08.07.2022

უკრაინამ უკვე ჩამოაყალიბა უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონცეფცია და მზად არის, განიხილოს საერთაშორისო პარტნიორებთან. ამას გარდა, უკრაინამ უნდა განიხილოს ალიანსების სხვადასხვა ვარიანტი, - ამის შესახებ „ფორბსის" ონლაინკონფერენციის დროს ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„დღეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დონეზე უკვე მკაფიოდ ფორმირებულია კონცეფცია, საჯაროდ ცნობილი, როგორც „რეაქცია 24 საათის განმავლობაში". მას აცნობენ ჩვენი პარტნიორები, პირველ რიგში, შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, გერმანია, საფრანგეთი. ჩვენი სხვა პარტნიორებისთვის დაფარული არ არის, რომ ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან პარტნიორებთან უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განსახილველად", - განაცხადა ალექსეი რეზნიკოვმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს უკრაინა ნატო-ში იურიდიულად არ ირიცხება, ის ფაქტობრივად უკვე არსებობს.

„ჩვენ თუ ვსაუბრობთ, რომ უკრაინას ნატო-ს ქვეყნები ჯერ არ განიხილავენ სრულუფლებიან იურიდიულ წევრად, რადგან ნატო-ს ქვეყნებს შორის კონსესუსი უნდა იყოს, ჩვენ არსობრივად უკვე ვხდებით ალიანსის ფაქტობრივი წევრიქვეყანა, რადგან ჩვენ აღმოსავლეთ ფლანგზე ვართ, გვაძლევენ ნატო-ს შეიარაღებას. უკვე ვფლობთ 300-ზე მეტ ნატო-ს სტანდარტს და ა.შ. ერთადერთი, რაც ჩვენს პარტნიორებს აშფოთებთ, მე-5 პუნქტია, რომლის გამოყენებაც ძალიან არ სურთ, თუ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება", - აღნიშნა რეზნიკოვმა.

მინისტრს მიაჩნია, რომ დღეს აუცილებელია ახალი ალიანსების შექმნა ანგლო-საქსონური ქვეყნების სექტორთან, ასევე პოლონეთთან, ბალტიის ქვეყნებთან სამი ზღვის ინიციატივის ფარგლებში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×