რეზონანსი
08.07.2022

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის შეფასებით, ეროვნული ვალუტის გამყარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დამსახურებაა. ამის შესახებ მან დღეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველამ იცის, ირაკლის (ღარიბაშვილის) დამსახურებაა, რომ ლარის კურსი (დოლართან მიმართებით) 3 ლარს ჩამოსცდა და კიდევ აგრძელებს სვლას. მან (პრემიერმა) პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, როცა ეროვნულ ბანკს უთხრეს არა - რომ არავითარი ინტერვენცია არ გაეკეთებინა", - განაცხადა პაპაშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს პირდაპირი ჩარევა დამოუკიდებელი ინსტიტუტის (სებ-ის) საქმიანობაში, ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთი ორგანიზმია და ცალკეული ორგანოების ქმედება ერთიმეორეზეა დამოკიდებული.

„ის დამოუკიდებელი ინსტიტუტია თავისი გადაწყვეტილების მისაღებად. ადამიანიც ანატომიურად ერთი ორგანიზმია. ხელი - ხელია და თვალი - თვალი, თვალის საქმეში თუ ხელი ჩაერევა ეს პრობლემაა, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ დამოუკიდებელია, მაშინ ორგანიზმი ვინ არის", - განაცხადა პაპაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×