რეზონანსი
08.07.2022

საარჩევნო ბარიერს არავითარი ეფექტი პოლარიზაციის შემცირების კუთხით არ ექნება - არც აწევისა და არც დაწევის შემთხვევაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პოლარიზაციის ხარისხს ავტომატურად ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭება დაწევს.

„ყველამ კარგად იცის, რომ ევროკავშირის 12-პუნქტიან რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერის თემა არ შედის. 12-პუნქტი განსაზღვრულია ევროკომისიის მიერ და ჩვენ დეტალური გეგმა წარვადგინეთ, თუ როგორ გვესახება ამ პუნქტების განხორციელება. რა თქმა უნდა, საარჩევნო ბარიერი წმინდა პოლიტიკური საკითხია, რასაც თავისი მიზეზი აქვს - ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობაში სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მოქმედებს და უმცირესობაშია ის ქვეყნები, სადაც 2%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერია. ასეთი მთელ ევროკავშირში სულ ორი ქვეყანაა, რადგან სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ბარიერის დაბლა დაწევა ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ევროკავშირის მოთხოვნა, ეს არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება, თავად განსაზღვროს საარჩევნო ბარიერის სიმაღლე. შესაბამისად, ეს საკითხი 12 პუნქტშიც არ მოხვდა.

ჩვენი კეთილი ნებაა და სწორედ ჩვენი კეთილი ნების შესაბამისად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებიდან ერთი თვის განმავლობაში დავწიოთ საარჩევნო ბარიერი.

რაც შეეხება პოლარიზაციასთან კავშირს, თავისთავად, საარჩევნო ბარიერის აწევა თუ დაწევა პოლარიზაციის კუთხით მდგომარეობას ვერ შეცვლის - რა თქმა უნდა, თუ ბარიერი დაბლა დაიწევა, ოპოზიცია მაინც არ მოიშლის იმაზე საუბარს, რომ "ქვეყანას პრორუსული ხელისუფლება" ჰყავს...", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×