რეზონანსი
08.07.2022

ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიაში ვიზიტით ყოფნისას, ავსტრიის კანცლერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

„ეს იქნება უსაფრთხოების გამოწვევები, თუ ეკონომიკის მიმართულება. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს. ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ქვეყანაში ვინარჩუნებთ პოლიტიკურ, ეკონომიკურ სტაბილურობას. უსაფრთხოების კუთხით ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომელიც ოკუპაციას უკავშირდება. ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია, ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევებით სავსეა, ვითარება საკმაოდ რთულია. ამის მიუხედავად, საქართველო წინსვლას აგრძელებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ, ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როდესაც ჩვენ ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება ყველას ინტერესში უნდა იყოს. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ, ყველამ ერთად მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ომი შეწყდეს, აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×