რეზონანსი
08.07.2022

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, დროის მოკლე განაკვეთში ინფლაციასთან დაკავშირებით ბევრი ცვლილება ხდება.

მისივე თქმით, ინფლაციაზე პროგნოზი რჩება იგივე.

„შემიძლია ვთქვა, რომ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც აქამდე გვაქვს და ტრენდების გათვალისწინებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, დიდი ალბათობით, გაზრდის მიმართულებით გადაიხედება. რაც შეეხება ინფლაციას, აქაც ბევრი ცვლილებები ხდება, ნავთობის ფასები წინა კვირაში შემცირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ელოდება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვები გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას, რამაც შეიძლება, გლობალური რეცესია გამოიწვიოს და რაც იმოქმედებს ნავთობის ფასებზე. ნავთობის ფასების შემცირება გარკვეული პერიოდის შემდეგ საქართველოშიც აისახება, დაუყოვნებლივ არა, მაგრამ რაღაც პერიოდში აისახება. ამ ფაქტორების გაანალიზებასაც გავაკეთებთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ ის პროგნოზი, რომელიც გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებით, არის იგივე. დროის მოკლე განაკვეთში ბევრი ცვლილებები ხდება, რთული სათქმელია, როგორ მოხდება განახლება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×