რეზონანსი
08.07.2022

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი არაჯანსაღს უწოდებს პროცესს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ფაქტობრივი შეზღუდვები, სხვადასხვა ქვეყნის მასშტაბით გავრცელდეს.

ადვოკატი განმარტავს, რომ ივანიშვილს ფინანსური აქტივები მხოლოდ ტრასტში აქვს, სადაც პრობლემები მიზანმიმართულად შეუქმნეს. ვიქტორ ყიფიანს იმედი აქვს, რომ პრობლემა სამართლებრივად მოგვარდება.

„ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტორბრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი და მე შემთხვევით არ ვამბობ გლობალური ინსტიტუტი, ვინაიდან ნებისმიერ გლობალური ინსტიტუტს აქვს გარკვეული შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჩვენ ვთქვით კიდევაც განცხადებაში, რომ ჩვენ ჯერჯერობით ამაზე შორის არ მივდივართ და ამაზე შორს თუ წავედით, სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. როდესაც არის აჟიოტაჟი ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გაფართოვდება და შეიძლება ამაში შეიძლება ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები, მე მინდა მათ იმედები გავუცრუო. იერიში და ძირითადი შეტევა მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე სადაც რეალურად ბატონ ივანიშვილს გააჩნია ფინანსური აქტივი. სხვაგან სადმე ივანიშვილს ფინანსური აქტივი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე საუბარი იმაზე, რომს სხვაგან სადმე, ან სანქციის, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვის სახით მისის უფლებების შებოჭვა მოხდება, ეს თავიდანვე საფუძველს გამოცლილია. თუ საუბარია იმაზე, რომ ბატონ ივანიშვილს აქვს გარკვეული აქტივები საქართველოში, აქ რაიმე შეზღუდვაზე საუბარი არასერიოზულია. ბატონ ივანიშვილს როგორს საფრანგეთის მოქალაქეს აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც შეზღუდვაზე საუბარი ჩემი აზრით გამორიცხულია. თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს, რომ სადმე მას აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელია, რომ ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ განხორციელდება შეზღუდვები, გაგვიზიაროს ეს ინფორმაცია. მე დასკვნებით გელაპარაკებით, ვინაიდან ვარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, გულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ იერიში მიტანილია იმ მისამართით სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ვარ მუდმივ კავშირში და მუდმივ კონტაქტზე ბატონ ივანიშვილთან, მინდა კიდევ ერთი მიმართვა გავაკეთო საზოგადოებისადმი, რომ ამ საკითხს ჩვენ ვუდგებით აბსოლუტურად მშვიდად, არანაირ ქაოსს ჩვენი მუშაობის დინამიკაში არ აქვს. ძალიან მშვიდად და დამაჯერებლად მივყვებით ამ თემებს. მე მოლოდინი მაქვს, რომ სამართლებრივი პროცედურებით წლის ბოლომდე ამ საკითხსაც მოვაგვარებთ", - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×