რეზონანსი
08.07.2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, ცილისწამებაა, თითქოს პანკისის ხეობაში ერთ-ერთი მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი „პოლიციის პიკაპით" შეჯახება გახდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს.

პოლიციაში მიღებული შეტყობინებით, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საკუთარი ძმის მიერ სოფელ საკობიანოს საავტომობილო გზაზე ნანახი იქნა 1975 წელს დაბადებული ა.ჭ., რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და აღენიშნებოდა სხვადასხვა დაზიანებები. ოჯახის წევრის მიერ იმავე ღამეს ა.ჭ. მიყვანილი იქნა საცხოვრებელ სახლში, სადაც დილას გარდაცვლილი დახვდა.

პოლიციამ ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები, ჩაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზები, ამ დრომდე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამართალდამცველების მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საპოლიციო ტრანსპორტის სავარაუდო მონაწილეობა ავტოსაგზაო შემთხვევაში არ დასტურდება.

აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიების დასრულებამდე ინფორმაციის გავრცელება, რომ თითქოს მოქალაქე პოლიციის მანქანის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა არის საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×