რეზონანსი
08.07.2022

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „დიდი ოცეულის" შეხვედრაზე პირდაპირ უთხრა რუსეთს, რომ უკრაინის მარცვლეულის ექსპორტი უნდა დაუშვას, - ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ბლინკენმა ისაუბრა შეხვედრის პლენარულ სხდომაზე, რომელიც ფოკუსირებული იყო სურსათსა და ენერგორესურსებთან დაკავშირებულ დაუცველობაზე.

„მან პირდაპირ მიმართა რუსეთს და უთხრა: „მივმართავ ჩვენს რუს კოლეგებს: უკრაინა თქვენი ქვეყანა არ არის. მისი მარცვლეული თქვენი მარცვლეული არ არის. რატომ ბლოკავთ პორტებს? თქვენ უნდა გამოუშვათ მარცვლეული იქიდან", - განაცხადა წყარომ Reuters-თან საუბარში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×