რეზონანსი
07.07.2022

ბელარუსი „დასავლეთის პროვოკაციების" შემთხვევაში პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელორუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა" ავრცელებს.

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, რუსლან კოსიგინმა განაცხადა, რომ ბელორუსის ძალები თავდაპირველად პოლონეთის ინფრასტრუქტურაზე მიიტანენ იერიშს.

„პოლონეთის ტერიტორია, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, იქცევა პოლიგონად, სადაც შეერთებული შტატები გეგმავს ევროპაში მორიგი სისხლიანი კონფლიქტის გაჩაღებას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ", - განაცხადა კოსიგინმა.

ბელორუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა სამხედრო წვრთნებზე მიუთითა, ასევე „ინდივიდუალური პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობებზე, წამოიწყონ ე.წ პოლონური სამემკვიდრეო მიწების დაბრუნება, რაც უკრაინისა და ბელორუსის დასავლეთ რეგიონებს გულისხმობს".

„პოლონეთის ხელმძღვანელობამ პირველ რიგში უნდა გაიგოს, რომ პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ხდება თავდასხმის მთავარი სამიზნე კონფლიქტის შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, მართვის სისტემის ელემენტები, ეროვნული შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგების პუნქტები, არსენალები და ბაზები, ასევე მათი ეკონომიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტები", - აღნიშნა კოსიგინმა.

შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილის თქმით, დასავლეთს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ბელარუსის პასუხი ნებისმიერ შეიარაღებულ პროვოკაციაზე ცალსახად ადეკვატური და მკაცრი იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×