რეზონანსი
06.07.2022

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი 500 ლარით დაჯარიმდა.

როგორც სასამართლოში განგვიმარტეს, 500 ლარიანი ჯარიმით ბიზნესმენი მარიხუანას შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ან გადაგზავნის ნაწილში დაჯარიმდა. ოზთურქი  სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. ბრალდებულმა მოსამართლეს განუმარტა, რომ მარიხუანა მის საკუთრებას არ წარმოადგენდა და საკითხს გაასაჩივრებს.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა. თენგიზ კახიძის თქმით, ბიზნესმენის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა, მათ შორის, არც მარიხუანა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×