რეზონანსი
06.07.2022

​პედიატრმა მაია ჩხაიძემ მშობლებს ზაფხულში ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციებისგან დაცვისთვის რეკომენდაციები მისცა:

„ბასეინის წყალი არ არის სასურველი პირში მოხვდეს. პატარა ბავშვისთვის ეს ძალიან ძნელია, რაც უნდა უთხრა, ამიტომ შესაძლებელია რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს. გარდა ამისა, ძალიან ხშირია ბაქტერიული ნაწლავური ინფექციები ბავშვებში, რომლებიც საკვებით გადადის. შესაძლოა, საკვებში შეჰყვეს ბავშვს და რამდენიმე საათიდან 24 საათამდე განუვითარდეს სალმონელოზური ნაწლავური ინფექცია. ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა. აჭარის რეგიონში, მგონი, ონკანის წყალს ბავშვს არავინ არ ასმევს. უნდა შევეცადოთ, რომ ონკანის წყალი არ დავლიოთ. გადადუღებული წყალი არ ვარგა, იმიტომ, რომ გადადუღებულ წყალში არ არის ელექტროლიტები. ელექტროლიტები იშლება გადადუღების დროს. ბოთლის წყალი, რომელიც იყიდება, გაფილტრულია და საშიში არ არის. რასაკვირველია, ზღვის წყალიც თუ მოხვდება პირის ღრუში და იქ ფეკალიებია, ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, ინფექციის შეჭრა. ჰიგიენური პირობები აუცილებლად ძალიან მკაცრად უნდა გვქონდეს დაცული. თავი უნდა შევიკავოთ ბავშვებისთვის მალფუჭებადი პროდუქტების მიცემისგან, კარგად უნდა დავიცვათ შენახვის წესები. განსაკუთრებით რძის პროდუქტებია მალფუჭებადი. როდესაც წასული ვართ დასასვენებლად ზღვაზე, ძნელია იქ საკვების გაკეთება. უნდა შევეცადოთ, რომ სადაც ბავშვს ვაჭმევთ, ვიცოდეთ, რომ იქ ჰიგიენური პირობები არის დაცული“, - განაცხადა მაია ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×