რეზონანსი
06.07.2022

ბერძნული მედია ქართველების წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს და დაკავებულთა ფოტოებს ასაჯაროებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირკვევა, რომ საბერძნეთში მასშტაბური ოპერაციის დროს დააკავეს „კაწროს“ მამა, კაკო ბილანიშვილი. შეგახსენებთ, რომ გახმაურებულ გიორგი შაქარაშვილის კადრების საქმეში „კაწრო“ ფიგურირებდა. მისივე ცნობით, სპეცოპერაციის დროს  გაანეიტრალეს 13 კაციანი დაჯგუფება 72 წლის „კანონიერი ქურდის“, კაკო ბილანიშვილის მეთაურობით. ბერძნული მედია კი დაკავებულთა ფოტოებს და დანაშაულის დეტალებზე წერს. შავი სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი 13-კაციან დაჯგუფებასთან ერთად ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. „10 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ბერძენმა სამართალდამცველებმა ძვირფასეულობა, დიდი ოდენობით ფული და ავტომობილები ამოიღეს. ასევე, ამოღებულია „კანონიერი ქურდის“ კუთვნილი ე.წ. კასტეტი და რამდენიმე ხელჯოხი, რომელიც ბასრი იარაღის ფუნქციას ასრულებს. საერთო ჯამში, ნაძარცვი ნივთების ღირებულება 434 ათას ევროს აჭარბებს. ჩხრეკისას ამოღებულ ნივთებს შორისაა ადგილობრივი პოლიციელების სახელზე გაფორმებული რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღი, რაც აჩენს ეჭვს, რომ ქართველების დაჯგუფებამ სამართალდამცველების სახლებიც გაძარცვა. სულ დადგენილია ძარცვის 47-მდე შემთხვევა. ნაძარცვი ნივთების რეალიზაცია კი, ძირითადად, ათენში მდებარე ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ხდებოდა, რომლის მფლობელიც ასევე დაპატიმრებულია. დაკავებულთა ნაწილი წარსულში ნასამართლევია, ნაწილი კი საბერძნეთიდან რამდენიმე წლის წინ გააძევეს, თუმცა შეცვლილი გვარით უკან დაბრუნება მაინც მოახერხეს”, – წერს მედია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×