რეზონანსი
06.07.2022

წყალტუბოს გენერალური გეგმის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაა. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, წყალტუბოს ინვესტორებისთვის არაერთი მიმზიდველი მიმართულება აქვს, მათ შორის ღამის ცხოვრებისთვის განკუთვნილი ობიექტები.

„წყალტუბო საცხოვრებლადაც მიმზიდველი უნდა იყოს. მისი რეაბილიტაცია იმგვარად უნდა მოხდეს, რომ თითოეული შენობა იყოს რეაბილიტირებული. საცხოვრებელი ობიექტების განვითარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უნდა ხდებოდეს. რა თქმა უნდა, ოთხი სეზონის კურორტის ქონა გვჭირდება და შესაბამისად, ინვესტორებისთვის დასაფინანსებლად ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა. ეს არ იქნება მხოლოდ სასტუმროები, ეს იქნება მათ შორის ღამის ცხოვრებისთვის საჭირო კლუბები და ობიექტები წყალტუბოს კურორტს დამატებით მიმზიდველობას შესძენს. ასევე სავაჭრო მიმართულება, ისეთი როგორიც შეიძლება იყოს აუთლეტ სოფელი და ა.შ.”,- განაცხადა დავითაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×