რეზონანსი
05.07.2022

ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველომ უსამართლოდ არ მიიღო ეს სტატუსი. არც უკრაინას და არც მოლდოვას არანაირი კრიტერიუმით საქართველო არ ჩამოუვარდება, ბევრი კრიტერიუმით კი წინ არის, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

„მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ რეკომენდაციების შესრულების შემდეგაც არ მოგვცემენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. საერთოდ არ მესმის, რას ემსახურება ყაველაშვილის, სუბარისა და ხუნდაძის ეს განცხადება - რისი თქმა სურთ ამით, ჩემთვის გაუგებარია. ამ სკეპტიციზმის დათესვა არაა სწორი. თუნდაც ასე რომ ფიქრობდე, პირიქით, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს პერსპექტივა გაუჩინო ქვეყანას, და არ იძახო, რომ ვიღაცას სურს, ომში ჩაგვითრიოს. ეს ასე არაა. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ კლასს გვაქვს რესურსი, რომ თუ შევთანხმდებით და ვიმუშავებთ ამ 12 პუნქტზე, დავდებთ რეალურ შედეგს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველომ უსამართლოდ არ მიიღო ეს სტატუსი. არც უკრაინას და არც მოლდოვას არანაირი კრიტერიუმით საქართველო არ ჩამოუვარდება, ბევრი კრიტერიუმით კი წინ არის. ერთადერთი, რაშიც მართლა არის პრობლემა, ეს არის ჩვენი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც მოითხოვს იმას, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ შეძლონ რაღაზე შეთანხმება. სადაც ჩვენ მივდივართ და თუ გვინდა, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, იმ სივრცეში ყველაფერი წყდება ლაპარაკით. არც ომით, არც მუშტებით და არც ერთმანეთის დედის გინებით. გვინდა ევროკავშირი? ვისწავლოთ ერთმანეთთან ლაპარაკი. სანამ არ ვისწავლით ერთმანეთთან ლაპარაკს და კომპრომისების გზით სიარულს, მანამ ვიქნებით ამ სივრცის მიღმა. ეს ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ. თუ ეს არ ესმით პოლიტიკოსებს, ეს ესმით მოქალაქეებს. ისინი გამოვიდნენ ქუჩაში და ძალიან ნათელი დავალება მოგვცეს - იმუშავეთ ევროპული პერსპექტივის მისაღწევად“, - აცხადებს იოსელიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×