რეზონანსი
05.07.2022

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაზე, ბირმინჰემში (დიდი ბრიტანეთი), საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

ასამბლეის ფარგლებში სულ სამი კომიტეტი ფუნქციონირებს. შესაბამისად, აღნიშნული კომიტეტი წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორმატს ასამბლეაში. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევით ნიკოლოზ სამხარაძე გახდა აგრეთვე ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს - ბიუროს წევრი.

ნიკოლოზ სამხარაძის გარდა თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იყო ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლის კირიაკოს ჰაჯიანისის კანდიდატურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×