რეზონანსი
04.07.2022

ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ გადაწყვეტილებებზე ერთობლივად შევთანხმდებით, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ყველაფერი შეცვალა.

"ამჟამინდელი კრიზისი რამდენიმე თვეში არ გაივლის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. უკრაინაში რუსეთის აგრესიულმა ომმა ყველაფერი შეცვალა და ამავდროულად, მიწოდების ჯაჭვები კვლავ დარღვეულია, რადგან ზოგადი გაურკვევლობა იზრდება. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ გადაწყვეტილებებზე ერთობლივად შევთანხმდებით", - განაცხადა შოლცმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×