რეზონანსი
04.07.2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ომის შემდეგ უკრაინის აღდგენის პლატფორმას შექმნის.

„ჩვენ უკვე შევთავაზეთ უკრაინის მთავრობას აღდგენის მიმართულების განსაზღვრისთვის პლატფორმის შექმნა, რომელიც გააერთიანებს ყველა პარტნიორს. უკრაინა მასში წამყვან ადგილს დაიკავებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, პლატფორმა განსაზღვრავს უკრაინის აღდგენის სტრატეგიულ მიმართულებებსა და პრიორიტეტებს.

მანამდე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინას აღდგენის გეგმისთვის 750 მილიარდი დოლარი სჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×