რეზონანსი
04.07.2022

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესიის მუშაობაში მონაწილეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საქმეების და უსაფრთხოების კომიტეტზე დამტკიცდა რეზოლუცია, რომელიც ეუთო-ს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და სტაბილურობას, რუსეთის აგრესიას უკრაინაში და უსაფრთხოების სხვა გამოწვევებს ეხება.

ნიკოლოზ სამხარაძის ინიციატივით, რეზოლუციაში დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოახდინოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომლის ოკუპაცია მოახდინა რუსეთის ფედერაციამ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების საკითხი მკაფიოდ იყოს ასახული ეუთო-ს პოლიტიკური კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. კომიტეტის წევრებმა გაითვალისწინეს ჩემი ინიციატივა და მხარი დაუჭირეს ამ საკითხის შესახებ რეზოლუციაში პარაგრაფის დამატებას", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×