რეზონანსი
04.07.2022

ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„გასაგები რომ იყოს აი, ჩვენი ევროპული გზა და ვის რა აქვს გასაკეთებელი, ეს არის ჩხუბის დასრულება და ჩხუბის დასრულების პირობა, რაც წარმოვიდგინეთ არის ის, რომ არჩევნების წესი გვაქვს სამართლიანი და ამაზე არ ვჩხუბობთ. მეორეა, მიხეილ სააკაშვილის ამბავი, რომელიც „ნაცმოძრაობას" მართლა აწუხებს. ამხელა პარტიას რომ რაღაც აწუხებს და რაც აწუხებს, იამზე სულ ლაპარაკობს და ეს დაძაბულობის წყარო სულ იქნება. თუ გვინდა ევროინტეგრაცია, ეს პრობლემა უნდა მოიხსნას. შესაძლოა, „ქართულ ოცნებას" თვისი პირობები ჰქონდეს, მაგრამ მისთვისაც გასაგები უნდა იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ამ პროცესს აფერხებს", - განაცხადა ხვიჩიამ.

პარლამენტში ოპოზიციური ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე ოპოზიციონერი დეპუტატები ევროკომისიის მოთხოვნებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×