რეზონანსი
04.07.2022

Tbilisi Open Air წელს 24-26 ივნისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში ჩატარდა. ფესტივალზე მუსიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და 3 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი შოუ შესთავაზეს მსმენელს. ფესტივალის 3 სხვადასხვა სცენაზე ისეთი უცხოელი და ქართველი არტისტები ვიხილეთ, როგორებიც არიან: alt-J, Rhye, Cigarettes After Sex, MokuMoku, Bedford Falls და ბევრი სხვა.

26 ივნისს მსმენელი განსაკუთრებული ემოციებით ელოდა უკრაინულ ჯგუფ Океан Ельзи-ს, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ესტუმრა Tbilisi Open Air-ს.

ბენდის ერთ-ერთ ცნობილ მელოდიაზე “Незалежність” თიბისიმ ვიდეორგოლიც მოამზადა, რომლის ნახვაც აქ შეგიძლიათ.

სულ შენთანაა: გულწრფელი გრძნობები - ზუსტად ამ სიტყვებით გადმოსცა თიბისიმ ვიდეორგოლის მთავარი სათქმელი. იდეის ავტორი მერი გიორგობიანი, ხოლო რეჟისორი გიორგი პოპიაშვილია. საწარმო კომპანია „ენკენი ფილმსმა“ კი, 2 წუთში ყველა იმ ნამდვილ გრძნობას მოუყარა თავი, რაც ჩვენს ყოველდღიურობას განსაკუთრებულს ხდის.

აღსანიშნავია, რომ Океан Ельзи-ს, შემოქმედებითი გუნდის და თიბისის ინიციატივით ვიდეორგოლის დამზადების თანხის ნაწილი უკრაინის თანადგომის ფონდში ჩაირიცხა.

ამ ეტაპზე, თიბისის მხარდაჭერით უკრაინის თანადგომისთვის გამოყოფილ საქველმოქმედო ანგარიშზე 2 მილიონამდე ლარია შეგროვებული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×