რეზონანსი
04.07.2022

ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ LB.ua.-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჯერ ერთი რუსეთი უკვე იყენებს ბელარუსის ტერიტორიას. თუ საუბარი ეხება ბელარუსის ჯარს, ვფიქრობ, რომ ეს რისკი გაიზრდება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის წარმატებით პროპორციულად. იქამდე, სანამ ბელარუსის ჯარს ექნება ცხადი აღქმა იმისა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ მათ სერიოზული ზარალი მოუტანონ, ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან უკან დახევას. ამ დროის მდგომარეობით, მათ ეს ცხადად ესმით", - განაცხადა კულებამ.

ბელარუსთან დიპლომატიური კავშირების შეფასებისას, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკიდურესად შეზღუდული კომუნიკაცია აქვთ.

„ჩვენ გვყავს ელჩი ბელარუსში, ჩვენ გვაქვს საელჩო ბელარუსში, მათ აქვთ საელჩო კიევში. ეს ურთიერთობის ერთადერთ არხია ანუ ყველაფერი ძალიან მშრალი და ოფიციალურია, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ იქ ყოველდღიურად ივსება საფოსტო ყუთი კომუნიკაციის სიჭარბისგან, ეს ასე არ არის", - განაცხადა უკრაინის პირველმა დიპლომატმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×