რეზონანსი
30.06.2022

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას" პოლიტიკური ტრიუკები არ სჩვევია.

„ჩვენ პოლიტიკური ტრიუკები არ გვჩვევია. ვისაც სჩვევია, მათი წარმომადგენლები ამაზე საუბრობენ, რადგან მათთვის წარმოუდგენელია, რომ კონსპირაციების გარეშე არაფერი ხდება. საერთოდ, მათთვის ზნეობრივი პოლიტიკა წარმოუდგენელია. სამი ადამიანი უმრავლესობიდან წავიდა და თანამდებობები დატოვეს იმისთვის, რომ გარკვეულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით. არ მიმაჩნია, რომ შიდა სამზარეულოს თემები გარეთ იყოს გამოტანილი. რაც საჭიროა და რაც მნიშვნელოვანია, საჯაროდ საუბრისგან თავი არ შეგვიკავებია. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობას" დაეჯერება, როცა პოლიტიკაში ტრიუკებსა და უზნეობაზე ლაპარაკობენ. რამდენი ხანი იყო კამათი და რა თემებზე, ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ", - განაცხადა ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×