რეზონანსი
29.06.2022

ჩვენ მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ტვიტერის" გვერდზე წერს.

მისივე თქმით, დღეს ნატო-მ დაამტკიცა, რომ რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია.

"დღეს მადრიდში, ნატო-მ დაამტკიცა, რომ მას შეუძლია რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ მივესალმებით რუსეთის მიმართ მკაფიო პოზიციებს, ისევე როგორც ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას. უკრაინის მიმართ თანაბრად, ძლიერი და აქტიური პოზიცია ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას ხელს შეუწყობს", - წერს კულება.

შეგახსენებთ, დღეს ნატო-ს მადრიდის სამიტზე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრებად ოფიციალურად მიიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×