რეზონანსი
28.06.2022

„სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პარტია „ლელოს“ საკუთარი გეგმების გამოაშკარავებისთვის შერჩეულ დროს უწუნებს.

„ლელო“ ძალიან ჩქარობს, რაც უნდა თქვა 3-ში, მანამდე არ უნდა თქვა. თუნდაც შენს ოპონენტებს, შესაძლებლობა არ უნდა მისცე, რომ ეროვნული თანხმობისკენ სვლა დააზიანონ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიცია ტრადიციულად, პარლამენტიდან გასვლით იმუქრება. ამჯერად მუქარის ავტორი „ლელოა“. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს რეკომენდაციების შესრულებაზე განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს და კონკრეტულ გეგმაზე მუშაობს, „ლელოში“ ამბობენ, რომ თუ „ქართული ოცნება“ სამ ივლისამდე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს, „ლელოს“ საქმიანობა საკანონმდებლო ორგანოსა და საკრებულოებში ჩვეულებრივ რეჟიმში ვერ გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×