რეზონანსი
25.06.2022

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი სევეროდონეცკი სრულად აიღეს და აკონტროლებენ. უკრაინის თავდაცვის ძალები მეტად მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე გადავიდნენ,- ამის შესახებ სევეროდონეცკის საქალაქო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტრიუკმა განაცხადა.

„ქალაქი რუსეთის ფედერაციის სრული ოკუპაციის ქვეშაა, ისინი იქ თავისი წესრიგის დამყარებას ცდილობენ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დანიშნეს ვიღაც „კომენდანტი“, აგროვებენ რაღაც აქტივს. როგორც ჩანს, მათი აზრით, ამის გაკეთება აუცილებელია. სხვა მხრივ კი ქალაქი ისეთი განადგურებულია, რომ გულწრფელად, რომ ვთქვათ, ადამიანებს გაუჭირდებათ ამ ვითარებასთან გამკლავება. ვიმედოვნებთ, რომ ქალაქი, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდება უკრაინის კონტროლს“,- განაცხადა სტრუკმა.

მისივე განმარტებით, მოსახლეობას ოკუპირებული სევეროდონეცკის დატოვება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით შეუძლიათ.

„თუ იქნება უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ამას ხელს შევუწყობთ, მაგრამ ფაქტობრივად ასეთ შესაძლებლობა არ არსებობს“,- განაცხადა სტრიუკმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×