რეზონანსი
24.05.2022

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სახელმწიფოებს მოუწოდებს, ნუ იყიდიან უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს რუსეთისგან და ნუ გახდებიან რუსული დანაშაულების თანამონაწილეები.

როგორც კულება "ტვიტერზე" წერს, ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი.

"რუსი ქურდები იპარავენ უკრაინულ მარცვლეულს, ტვირთავენ გემებზე, გადიან ბოსფორში და ცდილობენ მის გაყიდვას საზღვარგარეთ. მოვუწოდებ ყველა სახელმწიფოს სიფხიზლისკენ და უარი თქვან ნებისმიერ მსგავს წინადადებაზე. ნუ იყიდით მოპარულს. ნუ გახდებით რუსული დანაშაულების თანამონაწილეები. ქურდობას არავისთვის მოუტანია იღბალი", - წერს კულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×