რეზონანსი
24.05.2022

3 თვე გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინა რჩება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა. პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თავის გამოსვლაში ანიშნა და მოუწოდა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინას დაეხმარონ, როგორც სამხედრო კუთხით, ისე ფინანსური თვალსაზრისით.

"უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა მოხდა, რასაც არ ველოდით. ომის დაწყებამდე პრეზიდენტ ზელენსკის რამდენჯერმე შევხდი, ის ყოველ ჯერზე ამბობდა რომ უკრაინა რუსეთს 2014 წლიდან ებრძოდა.

ზელენსკი ამბობდა, რომ უკრაინა სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოლებდა და თავისი ტერიტორიის არც ერთ მეტრს არ დათმობდა, ზუსტად ასე მოხდა. უკრაინელი მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ რუსებს. უკრაინელების ეს გადაწყვეტილება ეროვნული მნიშვნელობისაა.

რუსეთი ყველა სახის საერთაშორისო წესს არღვევს. მაშინ, როცა რუსები ამდენ სისხლს ღვრიან შეუძლებელია მათი ომის მანქანის დაფინანსება. ეს შეჭრა მოხდა რუსეთის იმპერიული ამბიციების გამო და გამოგონილი მიზეზი ნაცისტების შესახებ აბსურდია.

ყველას მოვუწოდებ უკრაინას მხარი დაუჭირონ და მის გვერდზე დადგნენ. დაეხმარეთ უკრაინას, როგორ პოლიტიკური ისე სამხედრო და ფინანსური კუთხით . ჩვენი დახმარება აუცილებელია იმისთვის, რომ უკრაინამ ქვეყნის რეკონსტუქცია შეძლოს,"-აცხადებს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×