რეზონანსი
23.05.2022

დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს „Harpoon"-სა და მის გამშვებ დანადგარებს გადასცემს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფთან მეორე შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

„განსაკუთრებით მადლობელი ვარ დანიის, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ „Harpoon"-ს რაკეტებსა და გამშვებ დანადგარებს გადასცემს უკრაინას სანაპიროს დასაცავად", - განაცხადა ოსტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ 20-მა ქვეყანამ განაცხადა დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. ბევრი ქვეყანა კრიტიკულად აუცილებელ საარტილერიო შეიარაღებას, ტანკებსა და სხვა ჯავშანტექნიკას გადასცემს.

თავდაცვის მდივნის თქმით, დღევანდელ შეხვედრაში 40-ზე მეტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მონაწილეობდა, მათ შორის, უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ალექსეი რეზნიკოვი.

ოსტინის ინფორმაციით, ჯგუფს პირველად შეუერთდნენ მინისტრები ავსტრიიდან, ბოსნიიდან, კოლუმბიიდან და კოსოვოდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×