რეზონანსი
22.05.2022

უკრაინელები ოცნებობენ საკუთარ სახლებში დაბრუნებასა და პოლონელების შინ მიპატიჟებაზე", - წერს უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

„მე დავბრუნდები" - ამ სიტყვებს იმეორებს თითოეული უკრაინელი, რომელიც იძულებული გახდა, სახლი დაეტოვებინა. „ჩემს სკოლაში დავბრუნდები", „ჩემს სამზარეულოში, ჩემს სამზარეულოში, ჩემს ჭიქას დავუბრუნდები", „ჩემს წაბლის ხეებს", „ჩემს ნათესავებს დავუბრუნდები"... ჩვენ არ გაგვიმართლა, რომ გვყავს მეზობელი, რომელიც „ძმობას" სარაკეტო დარტყმებითა და ტერორით გამოხატავს, მაგრამ, ძალიან გაგვიმართლა, რომ გვყავს კიდევ ერთი მეზობელი, პოლონეთი, რომელიც გახდა უკრაინის უახლოესი მეგობარი არა მხოლოდ გეოგრაფიულად. პოლონეთმა შეიფარა თითქმის სამი მილიონი უკრაინელი და მისცა მათ არა მხოლოდ დროებითი საცხოვრებელი, არამედ - მუდმივი ზრუნვა, უფასო სამედიცინო მომსახურება და განათლება. ჩვენ დავბრუნდებით, რადგან სახლზე უკეთესი არაფერია. ჩვენ აუცილებლად მოვიწვევთ პოლონელებს, რომ მადლობა გადაუხადონ მათ სტუმართმოყვარეობისთვის - საზღვრების ნამდვილი არარსებობისთვის. მადლობა მეგობრებო!", - წერს ზელენსკა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×