რეზონანსი
21.05.2022

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 21 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 850 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 150 რუსი ჯარისკაცით მეტია.

მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე 1263 ტანკს და სხვადასხვა სახის ტექნიკას მოიცავს.

„მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 21 მაისამდე დაახლოებით იყო: 28 850 ჯარისკაცი, 1 278 ტანკი, 3116 ჯავშანმანქანა, 596 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 204 თვითმფრინავი, 169 ვერტმფრენი, 460 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 104 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/კატერი, 2178 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×