რეზონანსი
19.05.2022

"გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად "ნაციონალური მოძრაობის " დაშლაა საჭირო.

"ხალხი ამბობს აქციებით გავათავისუფლებთო, მაგრამ მე ასეთი ბრძოლა არ მინახავს, ტყვეებს რომ ასე ათავისუფლებდნენ,"- აღნიშნავს ხვიჩია.

ის ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ბოიკოტის თემასაც და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია დატოვოს პარლამენტი თუ ასე მიაჩნია სწორად, თავად კი შედეგს დააკვირდება.

"ჩემი აზრით, კარგი იქნება "ნაცმოძრაობამ" ჯერ თვითონ დატოვოს საპარლამენტო ცხოვრება, შემდეგ დავაკვირდებით, ეს გზა წარმატებულია თუ არა, თუ წარმატებულია - მივბაძავთ, თუ დავინახეთ, რომ გამარჯვების გზაა, მაგრამ თუ არ არის გამარჯვების გზა და პირიქით ხრამია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, ხრამში ხომ არ გადავყვებით, ვიღაც თავით რომ ეშვებოდეს. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არასწორი იყო, ვაფრთხილებდით კოლეგებს, მაგრამ რომ არ გვიჯერებდნენ, მერე არ ვთვლიდით თავს ვალდებულად ხრამში ჩავყოლოდით. მე არ ვთვლი, რომ ახლა "ნაცმოძრაობა" მე მთხოვს რამეს. კარგი იქნება ჩვენს და "ნაცმოძრაობის" ქმედებებს დააკვირდეთ, არ მგონია, იქ რაიმე საერთო ნახოთ, არ ვართ ჩვენ "ნაცები", არც "ქოცები" ვართ, ორივეს გვაბრალებენ, "გირჩები" ვართ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×