რეზონანსი
17.05.2022

მამაკაცი, რომელმაც ბათუმში საბავშვო ბაღთან ცოლი დაჭრა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიმალვა სცადა, რომან ბერიძეა.

ცოლ-ქმარს შორის კამათი რამდენიმე დღის წინ მოხდა, რის შემდეგაც ქალი ბავშვთან ერთად სახლიდან წავიდა.

დღეს კი, როცა მან მცირეწლოვანი შვილი საბავშვო ბაღში დატოვა, ქმარი მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდა და დანით ჭრილობა მიაყენა.

თვითმხილველებმა ადგილზე სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბრალდებულმა დანაშაულის ადგილიდან მიმალვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სცადა, თუმცა რომან ბერიძე პოლიციამ მალევე დააკავა.

წყარო: დაიჯესტი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×