რეზონანსი
14.05.2022

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ნებისმიერი ესკალაცია აიცილოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ცხინვალში შესვლა შეძლოს".

„მე მგონი, ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ სისხლისმღვრელი ახალი ომი აფხაზებთან და ოსებთან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა, ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×