რეზონანსი
14.05.2022

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, უკრაინა 11 000-ზე მეტ ომის დანაშაულს განიხილავს. ამის შესახებ გენერალური პროკურორი "ტვიტერის" გვერდზე წერს.

ვენედიქტოვა აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის ომის დანაშაულში მხილებული 40 ეჭვმიტანილის შესახებ არის ცნობილი.

,,ჩვენ გვაქვს 11 000-ზე მეტი ომის დანაშაულის მიმდინარე საქმე და უკვე 40 ეჭვმიტანილი. დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში სხვა საქმეების სასამართლოსთვის გადაცემასა და მოსამართლეების წინაშე დამნაშავეების წარდგენას ვიხილავთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ეს საქმეები ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს", - წერს ვენედიქტოვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×