რეზონანსი
14.05.2022

რუსეთი იმოქმედებს, თუ ნატო მის საზღვრებთან ახლოს ბირთვულ ძალებსა და ინფრასტრუქტურას განათავსებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

მისი თქმით, ფინეთისა და შვედეთის თავდაცვის ალიანსში გაწევრიანების "რეალურ" მიზეზებს ვერ ხედავს.

„საჭირო იქნება რეაგირება, ადეკვატური სიფრთხილის ზომების მიღებით, რაც უზრუნველყოფს შეკავების სიცოცხლისუნარიანობას,"- განაცხადა ალექსანდრე გრუშკომ.

მან გაიმეორა კრემლის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადება, რომ მოსკოვის პასუხი ნატო-ს შესაძლო გაფართოებაზე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად მიუახლოვებს ალიანსი საკუთარ სამხედრო აქტივებს რუსეთს და რა ინფრასტრუქტურას განათავსებს.

შეგახსენებთ, ფინეთის ლიდერებმა ხუთშაბათს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთების გეგმა ოფიციალურად დააანონსეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამავე ნაბიჯის გადადგმას შვედეთი ორშაბათს გეგმავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×