რეზონანსი
23.01.2022

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში „ოქროს ბირჟა" დროებით დაიხურა, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „ოქროს ბირჟის" დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა განუცხადა.

როგორც ყიფიანი აცხადებს, გეგმური ტესტირებისას 40 ინფიცირებული გამოვლინდა, რის გამოც ადმინისტრაციამ დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ და ახლა გამოჩნდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირა დაგვეკეტა, რომ ვირუსი ვისაც აქვს, მორჩნენ. თუ კიდევ ვინმეს აქვს, ერთ კვირაში ესეც გამოჩნდება. ჯამში, 500-მდე თანამშრომელი გვყავს. გუშინ ამ კოვიდტესტირებით გამოვლინდა 40 შემთხვევა, დანარჩენებს აქვთ გაციების სიმპტომები. ჩვენ ვერ დავადგენთ, ვის რა ინფექცია აქვს, ამიტომ ვამჯობინეთ ერთი კვირით დავკეტოთ ოქროს ბირჟა და პირველში ისევ გაიხსნება. ტესტებს მოიტანენ თანამშრომლები, რომ გამოჯანმრთელებულნი არიან", - განაცხადა ყიფიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×