რეზონანსი
22.01.2022

არასამთავრობო ორგანიზაცია 2020-ის წევრი, თენგიზ თევზაძე, რომელიც პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე, მოქმედ თავმჯდომარესთან ერთად წარადგინა, ამბობს, რომ მზად არის დაელაპარაკოს ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს და მათ სამომავლო გეგმები გააცნოს.

"იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დამიჭერს მაღალი კონსენსუსით და მზად ვარ, როგორც მმართველ პარტიას, ასევე ყველა ოპოზიციურ პარტიას დაველაპარაკო და გავაცნო ჩემი გეგმები. გასაგებია, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია ღიად უჭერს მხარს ბატონ გიორგი კალანდარიშვილს, მაგრამ მე მზად ვარ, მათ შორის თქვენი ტელეკომპანიის მეშვეობით, ბატონ გიორგი კალანდარიშვილთან გავმართო დისკუსია",- თქვა თენგიზ თევზაძემ "მთავარ არხთან" საუბრისას

რაც შეეხება გიორგი კალანდარიშვილს. ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისთვის ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკა გაუგებარია და მზად არის მის მიმართ არსებულ ყველა კითხვას უპასუხოს.

"გაუგებარია ის კითხვები, წუხილი და კრიტიკა, რომელიც ჩემი კანდიდატურის მიმართ მოდის, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ ყველაფრის. მესმის, შეიძლება იყოს წუხილები, კითხვები, მაგრამ ამ კითხვებზე არსებობს პასუხები და ამის შესაძლებლობა საკომიტეტო მოსმენების დროს მექნება",- თქვა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცნობისთვის, ცესკო-ს თავმჯდომარის 5 წლის ვადით ასარჩევად, პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის (100 დეპუტატი) მხარდაჭერაა საჭირო. თუ კანდიდატი საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, განმეორებითი კენჭისყრა ჩატარდება. განმეორებით კენჭისყრაზე ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 დეპუტატის მხარდაჭერაც საკმარისი იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კანდიდატი თანამდებობას 6 თვის ვადით დაიკავებს, როგორც ეს წინა ჯერზე, გიორგი კალანდარიშვილის არჩევისას მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×