
თუ ვაქცინის მეოთხე დოზის გამოყენების საჭიროებასთან დაკავშირებით დამაჯერებელ მონაცემებს დავინახავთ, მზად უნდა ვიყოთ მოქმედებისთვის, - განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში ევროკომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.
მიმდინარე კვირას ევროკავშირის მარეგულირებელმა, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) განაცხადა, რომ გონივრული იქნება მეოთხე დოზის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძლიერ დასუსტებული იმუნური სისტემა აქვთ.
სტელა კირიაკიდესის თქმით, პრიორიტეტი არავაქცინირებული ადამიანების იმუნიზაცია უნდა იყოს, რაც ევროკავშირის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთმა, დანიამ და შვედეთმა უკვე გადაწყვიტეს მეოთხე დოზით ვაქცინაციის კამპანიის დაწყება.