რეზონანსი
19.01.2022

ყველა ლიდერი მოწოდების სიმაღლეზეა და ისინი მინიმუმ 3 წელი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, თავიანთი საქმის კეთებას გააგრძელებენ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში პარტიაში საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

„პრემიერი არის ღირსეული, პარლამენტის თავმჯდომარე არის ღირსეული, მერი არის ღირსეული და სწორედ ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენ მივიღეთ გასული წლის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელსაც ზურგს უმაგრებს გამოცდილება, შესაბამისი განათლება და მისი დამსახურებაა ის, რომ 2021 წელი დავასრულეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. რაც იყო მეორე მაჩვენებელი მთელი რეგიონისა და ევროპის მასშტაბით. დღეს ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველა ლიდერი არის მოწოდების სიმაღლეზე და მათ აქვთ სრული მოტივაცია გააგრძელონ საქმის კეთება მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. ხშირი ცვლილება ასეთი ლიდერების დონეზე, რა თქმა უნდა, არ არის მიზანშეწონილი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×