რეზონანსი
18.01.2022

აღმოსავლეთ საქართველოში 19-21 იანვარს უმეტეს რაიონში თოვლია მოსალოდნელი, ზოგან ძლიერი. სინოპტიკოსები ღამით ძლიერ ყინვებს პროგნოზირებენ. ტემპერატურა ღამით -8 გრადუსამდე დაიწევს. დღე კი +9 გრადუსამდე გათბება. მოსალოდნელია დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ, ხოლო 20 იანვარს ქარი 20-25 მ/წმ-მდე გაძლიერდება.

თოვლი და ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი 19-21 იანვრის პერიოდში აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში. ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოშიც თოვლია მოსალოდნელი, ბარში უახლოესი 3 დღის განმავლობაში ღამით მოსალოდნელია ყინვები, დღე კი ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება. იქროლებს დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს, აქ მომდევნო დღეებში ძლიერი ყინვა და თოვლია მოსალოდნელი.

meteo.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში 19 იანვარს თოვლჭყაპი და ჩრდილო-დასავლეთის ქარია მოსალოდნელი 17-22 მ/წმ. 19 იანვარს ღამით -3 გრადუსს ყინვას ელოდებიან. 20 იანვარს დედაქალაქში მცირე თოვლი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი 20-25მ/წმ. 21 იანვარს ღამით ტემპერატურა -5-მდე დაიწევს. ჰაერი დღის განმავლობაში +6 გრადუსამდე გათბება. 21 იანვარი დედაქალაქში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 17-22 მ/წმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×