რეზონანსი
04.12.2021

ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიციას და იმ ნაწილს, ვინც ქალბატონ თეას აკრიტიკებდა, არ მოსწონს თეა წულუკიანი. ასე რომ იყოს, არ მივიდოდნენ იმ სხდომაზე, სადაც წულუკიანს ჰქონდა ანგარიში - ეტყობა, მოენატრათ მისი ძალიან კარგი გამონათქვამები, ამიტომაც მიბრძანდნენ და თავიანთი პოზიციები დააფიქსირეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პარლამენტში თეა წულუკიანის გუშინდელ გამოსვლას და ოპონენტებთან მის პოლემიკას.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, კითხვებზე თეა წულუკიანის პასუხები ადეკვატური იყო.

„ქალბატონ თეას პასუხები საკმაოდ სწორი და ადეკვატური ჰქონდა. თუ პოლიტიკოსი არ მოგწონს და იცი, რომ შენზე ძლიერია, არ უნდა შეხვიდე პოლემიკაში. თუ შედიხარ პოლემიკაში და თვლი, რომ პოლიტიკოსი ხარ, დეტალურად უნდა მიჰყვე და პოლიტიკურ ბრძოლაში ერთხელ მაინც უნდა გამოხვიდე გამარჯვებული. როდესაც პოლიტიკურ ბრძოლაში ყოველთვის დამარცხებული გამოდიხარ, ხელმეორედ აღარ უნდა შეხვიდე. თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ასეთ არასწორ კითხვებს, ქალბატონი თეა წულუკიანი როგორც ადრე, ახლაც ადეკვატურ პასუხებს გასცემს",- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×