რეზონანსი
28.11.2021

ბათუმში გაერთიანებული ოპოზიცია სახალხო დამცველთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრას ითხოვს.

როგორც ბათუმის მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ და პარტია ლელოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, ოპოზიციის წევრები მომდევნო კვირაში თბილისში ჩასვლას და შეხვედრების გამართვას გეგმავენ.

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ჯგუფი, მომავალი კვირიდან, ჩავა აუცილებლად თბილისში. ვითხოვთ, შეხვედრას ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან, რათა დოკუმენტალურად, პირადად ავუხსნათ, თუ რა წარმოუდგენელი ამბები ხდება ჩვენს ქალაქში. ვთხოვთ მათ რომ მოახერხონ ჩვენთან შეხვედრა, რათა დოკუმენტალურად, ფაქტებით ავუხსნათ, თუ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა კირთაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×