რეზონანსი
26.11.2021

ჩვენ არ ვართ აქციების ორგანიზატორები, მაგრამ სადაც ვხედავთ სამართლიან პროტესტს, აქტიურადაც ვმონაწილეობთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არანაირ კომიტეტებში მუშაობას არ აპირებენ.

„ჩვენ ჯერჯერობით არანაირ კომიტეტებში მუშაობას არ ვაპირებთ. ჩვენ არ ვართ აქციების ორგანიზატორები, მაგრამ სადაც ვხედავთ სამართლიან პროტესტს, აქტიურადაც ვმონაწილეობთ. მაგალითად, დღეს ბათუმში დააკავეს ჩვენი ადგილობრივი აქტივისტი, რომელიც იქ იღებდა მონაწილეობას, ასე იქნება ზუგდიდში, ასე იქნება თბილისში და აბსოლუტურად ყველგან. რაც შეეხება ჩვენს ხედვას და გეგმას, წარმოდგენილი გვაქვს, პასუხს ველოდებით სხვა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან. ამის შემდეგ განვიხილავთ, რა ფორმატები შეიძლება შეიქმნას. უნდა გვესმოდეს, რომ ოპოზიცია არ არის ერთი პარტია, შესაბამისად, პირიქით, მნიშვნელოვანია, რომ მივიტანოთ ეს გზავნილი ამომრჩეველამდე. „სტრატეგია აღმაშენებელი" არის „სტრატეგია აღმაშენებელი", „ნაციონალური მოძრაობა" არის „ნაციონალური მოძრაობა", სხვა პარტია არის სხვა პარტია და არა ის, რომ ყველა ვართ ერთი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფთან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ჯგუფის შექმნას ვინც აპირებს, მათ უნდა თქვან, რა პერსპექტივა აქვთ.

„იმ ადამიანებმა, ვინც აპირებს ამის შექმნას, უნდა თქვან, რა პერსპექტივა აქვთ და უნდა იმუშაონ ამ მიმართულებით. თუ დავინახავ სწორ ინიციატივებს, მზად ვარ, მხარი დავუჭირო, მაგრამ ეს უნდა იყოს კონკრეტული ნაბიჯები და არა სათაურები. სათაური ბევრი მინახავს შედეგის გარეშე", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×