რეზონანსი
26.11.2021

მოუთმენლად ველი ნატოს მინისტერიალზე საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„საქართველო და უკრაინა ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორები არიან. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსა და უკრაინასთან ერთად. ჩვენი თანამშრომლობა ფართოვდება. მივესალმებით საქართველოსა და უკრაინის მიერ ნატოში შეტანილ წვლილს. ნატო მხარს უჭერს ამ ქვეყნებს. მინისტერიალის ფარგლებში, შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების სიტუაციას განვიხილავთ. ჩვენ ვხედავთ დაძაბულობას შავი ზღვის რეგიონში. ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს უკრაინის წინააღმდეგ. ასევე გავამახვილებთ ყურადღებას რეფორმების ძალისხმევაზე. საქართველოსა და უკრაინისთვის მნიშვნელოვანია რეფორმებზე ფოკუსირება. ეს მნიშვნელოვანია ნატოსთან დაახლოების კუთხით. გარდა ამისა, ეს რეფორმები ღირებულია, რადგან უკრაინასა და საქართველოს ძლიერს ხდის", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ნატოს მინისტერიალი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში 30 ნოემბერს გაიმართება. ნატომ უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები ალიანსის მინისტერიალზე მიიწვია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×